ახალციხის ფილიალი

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის ფილიალი მდებრეობს ქალაქ ახალციხეში. ფილიალის დაარსება მოხდა ეტაპობრივად. დღის ცენტრის გახსნის იდეა გაჩნდა 2010 წელს. განხორციელდა წინარე სამუშაოები , სამიზნე ჯგუფის შესწავლა და მარტის თვეში დაიწყო ფუნქციონირება დღის ცენტრმა,სადაც ბენეფიციარები მომსახურებას იღებდნენ კვირაში 3 დღის განმავლობაში. ცენტრის შექმნაში აქტიურად იყო ჩართული ორდენი ‘წმინდა ნინოს დები“.

2014 წელს მალტის ორდენის დახმარებით მოხერხდა შენობის შეძენა, რამაც ცენტრს გაფართოების საშუალება მისცა. დაემატა მეტი ბენებიციარი და მეტი სპეციალისტი. ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა თერაპიები: არტ-თერაპია, მუსიკათერაპია, ხეზე კვეთა,თიხათერაპია, კომპიუტერის გაკვეთილი.

2018 წელს კამილიელთა სამედიცინო ცენტრის ახალციხის ფილიალი ჩაერთო ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამაში ჩართულია მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ფიზიკური თერაპევტი, ექიმი ნევროლოგი, ექიმი რეაბილიტოლოგი.

ცენტრი ემსახურება როგორც პროგრამულ, ასევე კომერციულ პაციენტებს.

ახალციხის ფილიალში დიდი ყურადღება ექცევა მოხალისეობრივ სამუშაოს. რეგიონში არსებული უნივერსიტეტის სტუდენტები მოხალისეობრივად ასისტენტირებას უწევენ ცენტრის სპეციალისტებს. ყოველ წელს აგვისტოში ჩამოდიან გერმანელი მოხალისეები და ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებენ გასართობ აქტივობებს ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად. ეს ყოველივე ხელს უწყობს მოხალისეობის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას რეგიონში.

ახალციხის ფილიალს აქვს მუდმივი და უწყვეტი კავშირი ცენტრალურ ოფისთან. ორგანიზაციის სტრატეგია არის ხელი შეუწყოს ცენტრში მომუშავე სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში. ფილიალის თანამშრომლები მუდმივად ესწრებიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სემინარებს.