სამედიცინო ცენტრი

შ.შ.მ. ბავშვთა დღის ცენტრი
მთავარი | სამედიცინო ცენტრი

2019 წლის 4 ივლისს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის 25 ბენეფიციარისთვის.

ცენტრი ზრუნავს ბენეფიციარების სოციალური უნარების განვითარებაზე, უზრუნველყოფს ბავშვების ინტეგრაციას სოციუმში. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლემაც სტაჟირება გაიარეს პოლონეთის ქალაქ ოპოლეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში. ბავშვებთან ინდივიდუალურად მუშაობენ ფსიქოლოგი და სპეც. პედაგოგი. ბენეფიციარები ყოველდღიურად უზრუნველყოფილები არიან ორჯერადი კვებით. ცენტრი აღჭურვილია მაღალი ხარისხის და სტანდარტის ინვენტარით.

დღის ცენტრი ბენეფიციარებს სახლში დროებითი სარგებლობისთვის გადასცემს დამხმარე საშუალებებს: ადაპტირებული ეტლებს, სავარძლებსა და სკამებს.