სამედიცინო ცენტრი

კამილიელთა პოლიკლინიკა გაიხსნა 1998 წელს რომის პაპის (იოანე-პავლე მეორის) ინიციატივით და 10 წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ემსახურებოდა საქართველოში მაცხოვრებელ შეჭირვებულ მოსახლეობას. ასევე ეხმარებოდა მათ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ევროპული მედიკამენტებით. პოლიკლინიკა გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბულატორიული მომსახურების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასებში.

კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან, სადიაგნოსტიკო კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

2019 წელს კლინიკაში გაიხსნა ულტათანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც შ.შ.მ პირები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ.

ამჟამად პოლიკლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელწიფო პროგრამაში და სრულფასოვან ამბულატორიულ სერვისს აწვდის პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.