სამედიცინო ცენტრი

სარეაბილიტაციო ცენტრი
მთავარი | სამედიცინო ცენტრი

2012 წლის სექტემბერში კამილიელთა სამედიცინო ცენტრში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მუშაობენ ევროპაში მიღებული განათლების მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.

სარეაბილიტაციო ცენტრი ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში: (ბავშვთა რეაბილირაცია/აბილიტაცია, ადრეული განვითარება) და მომსახურებას უწევს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს.

საქართველოში მყოფ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიმართოს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს და მიიღოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სერვისები. შენობა სრულად ადაპტირებულია, რაც აადვილებს ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარების გადაადგილებას. ეზოში მოწყობილია სარეაბილიტაციო მოედნები და ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის.


ცენტრში ხელმისაწვდომი სერვისების ჩამონათვალი:

 

კონსულტაცია:

  • ფსიქიატრი
  • ფსიქოთერაპევტი
  • ნევროლოგი
  • ბავშვთა ნევროლოგი
  • ექიმი რეაბილიტოლოგი
  • ექიმი ფიზიოთერაპევტი

სერვისები :

  • ფსიქოთერაპია
  • ფიზიკური თერაპია
  • მეტყველების თერაპია
  • ოკუპაციური თერაპია
  • ფიზიოთერაპია
  • მასაჟი
  • ჰიდრომასაჟი
  • თიხათერაპია
  • სენსორული ინტეგრაცია
  • დოგ-თერაპია