ორგანიზაციის სიახლეები

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰიდრო მასაჟის კაბინეტი, რომელიც პოლონეთის დახმარების ფარგლებში შეიქმნა. ჰიდრო მასაჟი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კაბინეტი აღჭურვილია სხვადასხვა სახის ჰიდრო მასაჟისთვის განკუთვნილი თანამედროვე აპარატურით. კაბინეტში ტარდება როგორც სარეაბილიტაციო, ასევე სარელაქსაციო პროცედურები.