ორგანიზაციის სიახლეები

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ოფთალმოლოგიის კაბინეტი. კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურით, სადაც შესაძლებელია:

თვალის სრული დიაგნოსტირება
მხედველობის გამოკვლევა
რეფრაქციის დადგენა და სათვალის შერჩევა
თვალის წნევის გაზომვა
მხედველობის ველის გამოკვლევა
თვალის ფსკერის გამოკვლევა
ოკულორეაბილიტაცია