Georgian   |    English    |    Russian    
 
 
   
    სიახლეები::

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის  პროგრამა


2017 წლიდან ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში.

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 0-დან 18  წლამდე ასაკის შშმ პირებს, რომელთაც აღენიშნებათ  შემდეგი დიაგნოზი ( დიაგნოზების კოდები ICD-10 ის მიხედვით).

  • ბავშვთა ცერებრული დამბლა,
  • სპინური კუნთოვანი ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები,
  • კუნთოვანი დისტროფია,
  • თანდაყოლილი მიოპათიები,
  • კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანება,
  • ჰემი, პარა და ტეტრაპლეგია,
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები,
  • ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგები,
  • პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები.

 

პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მოიცავს 7 კურსს. თითოეული კურსი ითვალისწინებს მულტი დისწიპლინური გუნდის მიერ პაციენტის საჭიროებაზე მორგებულ  კომპლექსურ პროცედურების განსაზღვრულ რაოდენობას. (მინიმუმ 22 სეანსს). ექიმის მეთვალყურეობას, სამკურნალო ფიზკულტურას, მეტყველების თერაპიას, ოკუპაციური თერაპიას, საჭიროების შემთვევაში ბავშვის ან მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა არ ითვალისწინებს პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის ტრანსპორტირებას რის გამოც ვაუჩერიანი ბენეფიციარების  გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს რეაბილიტაციის კურსის სრულფასოვან ჩატარებას ან კარგავს სახწლმწიფო ვაუჩერს                                    აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს ტრანსპორტით პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების გარკვეული კონტიგენტი. 

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

 

  • დაბადების მოწმობის ასლი.
  • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ( ფორმა #100).
  • მშობლის განცხადება პროგრამაში ჩართვის შესახებ.
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადსტურებელი დოკუმენტი (3 წლიდან ასაკის  ბავშვებისთვის).
  • არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი.
 

 

 
 
 
 
 
 
 

       

დაგვიკავშირდით