Georgian   |    English    |    Russian    
 
 
   
    სიახლეები::

1418814812_s_i.png

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში 2014 წლის ნოემბრიდან

პოლონური საელჩოს დაფინანსებით ამუშავდა სენსორული ინტეგრაციის პროგრამა და გაიხსნა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სპეც ტექნიკით აღჭურვილი სენსორული ოთახი

სენსორული ინტეგრაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და მოზრდილები, რომლებიც ხშირად განიცდიან სენსორული ინტეგრაციის დარღვევებს, რაც ზღუდავს მათ დამოუკიდებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ( მხედველობა , ყნოსვა , გემოვნება , შეხება , სმენა , ვესტიბულარული სისტემა , პროპრიორეცეპცია )

სენსორული ინტეგრაციის ძირითადი მიზანია განვითარების , სწავლის , ქცევის , ყურადღების დეფიციტის , ორგანიზაციის უნარის დარღვევის , რისკ ჯგუფის მქონე ბავშვთა დახმარება . ეს სიმპტომები ხშირად გვხვდება ბავშვთა ცერებრული დამბლის , აუტიზმის , სპექტრული დარღვევების , ქალა - ტვინის ტრამვის , ყურადღების და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს .

სენსორული ინტეგრაცია , ანუ სენსორულ სტიმულთა გადამუშავება არის რთული პროცესი რომლის დროსაც ადამიანის ნერვული სისტემა ღებულობს ინფორმაციას ყველა გრძნობათა ორგანოდან , როგორიცაა : მხედველობა , ყნოსვა , შეხება , სმენა , გემოვნება , ვესტიბულარული სისტემა , პროპრიორეცეპცია . შემდეგ ხდება სენსორული ინფორმაციის გადამუშავება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე.

რომელთა გაერთიანების შედეგად ორგანიზმი ახორციელებს ( რეაქციის განსაზღვრული ტიპი ) შესაბამის პასუხს რომელსაც ადაპტაციური პასუხი ეწოდება . მართებული სენსორული ინტეგრაცია წარმოადგენს საფუძველს მოტორული , სწავლისა და ქცევის სწორი განვითარებისთვის . კრიტიკულ პერიოდში აუცილებელ სტიმულთა მიწოდების დარღვევა , მომავალში ხშირად იწვევს აღნიშნულ სტიმულებზე არაადექვატური რეაქციების განვითარებას

 

   ექიმები
რეაბილიტოლოგი ფიზიოთერაპევტი ფსიქოთერაპევტი
ფსიქიატრი ბავშვთა და მოზრდილთა ნევროპათოლოგი
   სპეციალისტები
კინეზო თერაპევტი მეტყველების თერაპევტი ოკუპაციური თერაპევტი
მუსიკა თერაპევტი შრომა თერაპევტი ფსიქოლოგი
ფიზიო ასისტენტი არტ თერაპევტი სპეც პედაგოგი

 

.:: ყველა სურათების ნახვა ::.

 

გადმოწერეთ დამატებითი იმფორმაცია
პოლისენსორული სტიმულაცია სამუშო ცენტრების მეთოდის ეტაპები
სამყაროს შეცნობის დარბაზი შესავალი სენსორული ინტეგრაციის თეორიაში
სენსომოტორული განვითარების კითხვარი სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებისათვის
გადმოწერეთ სლაიდები
კლინიკური დაკვირვების ანკეტა სენსომოტორული განვითარების კითხვარი სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებისათვის
კომუნიკაციის ალტერნატიული სისტემები სენსორული დარღვევების ობსერვაცია
მეთოდით მკურნალობის ძირითადი დებულებები სტიმულაციური პროგრამების შედგენის პრინციპები

 

 

 

 
 
 
 
 
 
 

       

დაგვიკავშირდით