State Programs

შ.შ.მ. პირთა დღის ცენტრი
მთავარი | State Programs

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი მონაწილეობს დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში.

დღის ცენტრი უზრუნველყოფს ბენეფიციარების ტრანსპორტირებას და ორჯერად კვებას. დღის მანძილზე ბენეფიციარები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში, მათთან მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად სპეციალური პედაგოგები. ასევე ბენეფიციართან უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობენ სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია.

შშმ პირთა დღის ცენტრით სარგებლობა შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

დღის ცენტრში მოსახვედრად ბენეფიციარმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან მატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერის მისაღებად საჭიროა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
  • მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;