სახელმწიფო პროგრამები

შშმ ბავშვთა დღის ცენტრი
მთავარი | სახელმწიფო პროგრამები

2019 წლის 4 ივლისს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი.

ცენტრი ზრუნავს ბენეფიციარების სოციალური უნარების განვითარებაზე, უზრუნველჰყოფს ბავშვების ინტეგრაციას სოციუმში. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლემაც სტაჟირება გაიარეს პოლონეთის ქალაქ ოპოლეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში. ბავშვებთან ინდივიდუალურად მუშაობენ ფსიქოლოგი და სპეც. პედაგოგი. ბენეფიციარები ყოველდღიურად უზრუნველყოფილები არიან ორჯერადი კვებით. ცენტრი აღჭურვილია მაღალი სტანდარტის ინვენტარით.

შშმ ბავშვთა დღის ცენტრით სარგებლობა შეუძლია:

  • 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული და შესაბამისი დასკვნის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც არიან ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის" ან ,,მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის" ბენეფიციარები ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები.

დღის ცენტრში მოსახვედრად ბენეფიციარმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან მატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერის მისაღებად საჭიროა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
  • მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;