ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში 1998 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბულატორიული მომსახურების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასებში. ჩვენი ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან, სადიაგნოსტიკო კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
2012 წლის სექტემბერში კამილიელთა სამედიცინო ცენტრში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი. ცენტრში მუშაობენ ევროპაში მიღებული განათლების მქონე როგორც ქართველი, აგრეთვე უცხოელი სპეციალისტები.