კამილიელთა სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 1998 წელს რომის პაპის (იოანე-პავლე მეორის) ინიციატივით და 10 წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ემსახურებოდა საქართველოში მაცხოვრებელ შეჭირვებულ მოსახლეობას. ასევე ეხმარებოდა მათ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ევროპული მედიკამენტებით. სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბულატორიული მომსახურების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასებში.
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან, სადიაგნოსტიკო კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
2019 წელს კლინიკაში გაიხსნა ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც შ.შ.მ პირები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ.
ამჟამად სამედიცინო ცენტრში ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და სრულფასოვან ამბულატორიულ სერვისს აწვდის სამედიცინო ცენტრში დარეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.