კამილიელთა სამედიცინო ცენტრში სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი პაციენტებისათვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენაა.
სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილებაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალისგან, რომელთაც განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ მიღებული.
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურითა და დანადგარებით. სპეციალისტები ფოკუსირებულნი არიან პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე. პაციენტის განყოფილებაში მოთავსების შემდეგ სპეციალისტთა გუნდი კლინიკურ ხელმძღვანელთან ერთად ატარებს ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო კვლევას და ადგენს პაციენტის ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო გეგმას.
განყოფილებაში ყველა პირობაა შექმნილი პაციენტთა კომფორტულად განთავსებისთვის.
ყველაფერი ერთ სივრცეში - ცხოვრება მკურნალობასთან ერთად.
სარეაბილიტაციო სტაციონარის პროექტი "ეფექტურ და პროფესიულ საქმიანობაში დაბრუნება - ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული სარეაბილიტაციო განყოფილება "დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პოლონეთის დახმარება 2021 წლის ფარგლებში.