სახელმწიფო პროგრამები

ბავშვთა რეაბილიტაცია / აბილიტაცია
მთავარი | სახელმწიფო პროგრამები

2017 წლიდან ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში.

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 0-დან 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირებს, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი დიაგნოზი (დიაგნოზების კოდები ICD-10 ის მიხედვით).

 ბავშვთა ცერებრული დამბლა, 
 სპინური კუნთოვანი ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები, 
 კუნთოვანი დისტროფია, 
 თანდაყოლილი მიოპათიები, 
 კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანება, 
 ჰემი, პარა და ტეტრაპლეგია, 
 ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები, 
 ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგები, 
 პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები.

პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მოიცავს 8 კურსს. თითოეული კურსი ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პაციენტის საჭიროებაზე მორგებულ კომპლექსურ პროცედურების განსაზღვრულ რაოდენობას (22 სეანსს). ექიმის მეთვალყურეობას, სამკურნალო ფიზკულტურას, მეტყველების თერაპიას, ოკუპაციური თერაპიას, საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ან მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსაგან მატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერის მისაღებად საჭიროა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა არ ითვალისწინებს პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის ტრანსპორტირებას რის გამოც ვაუჩერიანი ბენეფიციარების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს რეაბილიტაციის კურსის სრულფასოვან ჩატარებას ან კარგავს სახელმწიფო ვაუჩერს.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ტრანსპორტით უზრუნველყოს პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების გარკვეული კონტინგენტი.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

 დაბადების მოწმობის ასლი. 
 მშობლის პირადობის მოწმობის ასლი. 
 ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100). 
 მშობლის განცხადება პროგრამაში ჩართვის შესახებ. 
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (3 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის). 
 არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი.