2012 წლის სექტემბერში კამილიელთა სამედიცინო ცენტრში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მუშაობენ ევროპაში მიღებული განათლების მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.
სარეაბილიტაციო ცენტრი ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში: (ბავშვთა რეაბილირაცია/აბილიტაცია, ადრეული ინტერვენცია) და მომსახურებას უწევს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
საქართველოში მყოფ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიმართოს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს და მიიღოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სერვისები. შენობა სრულად ადაპტირებულია, რაც აადვილებს ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარების გადაადგილებას. ეზოში მოწყობილია სარეაბილიტაციო და სათამაშო მოედნები, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი პაციენტისთვის.
კონსულტაცია: ■ ფსიქიატრი |
სერვისები: ■ ფსიქოთერაპია |