ბლოგი

მეტყველების დარღვევა ბავშვებში
მთავარი | ბლოგი

მეტყველების დარღვევის დროს ადამიანს სხვებთან საკომუნიკაციოდ საჭირო ბგერების შექმნის ან/და მათი სრულყოფილად ფორმირების პრობლემა აქვთ. 

მეტყველება გარემოსთან დაკავშირებისთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ის  ბუნებრივად, ზრდასა და განვითარებასთან ერთად ვითარდება. მეტყველების დარღვევა ხშირად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.

მეტყველების დარღვევები ბავშვთა ენობრივი დარღვევებისგან განსხვავდება. ენობრივი დარღვევები გულისხმობს, როდესაც ბავშვს უჭირს:

  • შეტყობინების ან აზრის სხვისთვის გასაგებად გადაცემა;
  • სხვებისგან მიღებული აზრის ან/და შეტყობინების გააზრება.

მეტყველების ყველაზე გავრცელებული დარღვევებია:

  • ენის ბორძიკი
  • არასწორი არტიკულაცია
  • ფონოლოგიური დარღვევა
  • სუნთქვის დარღვევა

ენის ბორძიკი მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის დროსაც ბავშვი იმეორებს ბგერას, სიტყვას ან ფრაზას. ის შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • გენეტიკური ანომალიებით
  • ემოციური სტრესით
  • ტვინის ტრავმით ან ინფექციით

ენის ბორძიკის სიმპტომები მოიცავს:

  • ბგერების, სიტყვების ან ფრაზების გამეორებას 4 წლის ასაკის შემდეგ (მინდა... მე მინდა ჩემი თოჯინა. მე... მე შენ გხედავ)
  • დამატებითი სიტყვების ან ბგერების გამოყენება ( წავიდეთ... ჰმმ... მაღაზიაში)
  • სიტყვების გახანგრძლივება (მე მქვია ნიიიიკა)
  • წინადადების ან სიტყვის თქმის დროს ხანგრძლივი პაუზა, ხშირად შეერთებული ტუჩებით
  • დაძაბულობა ხმაში
  • იმედგაცრუება კომუნიკაციის მცდელობასთან დაკავშირებით
  • თავის მკვეთრი მოძრაობა საუბრის დროს
  • თვალების დაპაჭუნება საუბრის დროს
  • სიტყვების აღრევა საუბრის დროს

არასწორი არტიკულაციისა და ფონოლოგიური დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს: 

  • კუნთებისა და ძვლების სტრუქტურის ან/და ფორმის ცვლილება, რომლის გამოყენებითაც გამოითქმის ბგერა. 
  • ტვინის ან ნერვის დაზიანება (მაგ. ცერებრული დამბლა).
  • სმენის დაკარგვა

არასწორი არტიკულაცია

ბავშვს არ შეუძლია მეტყველების დროს სწორად წარმოთქვას სიტყვები, მაგალითად „სკოლის“ ნაცვლად შეიძლება თქვას „კოლა“. გარკვეული ბგერები, შეძლება ხშირად დამახინჯებულად წარმოთქვას. მაგალთად შიშინა ბგერები შეიძლება სისინა ბგერებით ჩაანაცვლოს. არასწორად გამოთქმულმა სიტყვებმა თუ ბგერებმა შესაძლებელია ხალხთან კომუნიკაცია გაურთულოს, თუმცა, როგორც წესი, ბავშვის ნათქვამის გაგება ოჯახის წევრებს არ უჭირთ.

ფონოლოგიური დარღვევა

ბავშვი თავისი ასაკისთვის შესაბამისი სიტყვების შესადგენად შეიძლება არ იყენებდეს ზოგიერთ ბგერას, მაგალითად სიტყვის პირველ ან ბოლო ასოს (ხშირ შემთხვევაში თანხმოვანს) შეიძლება ყლაპავდეს. ბავშვი შეიძლება უპრობლემოდ გამოთქვამდეს კონკრეტულ ბგერას კონკრეტულ სიტყვაში, მაგრამ იმავე ბგერას არ იყენებდეს სხვა სიტყვაში, მაგალითად, შეიძლება „რვეულის“ ნაცვლად თქვას „ვეული“ მაგრამ უპრობლემოდ გამოთქვას „რუკა“.

სუნთქვის დარღვევა

სუნთქვის დარღვევის სიმპტომებია:

  • ხმის ჩახლეჩა
  • ხმის ტემბრის უცაბედი ცვალებადობა
  • ზედმეტად ხმამაღლი ან ჩუმი ხმა
  • ჰაერის უკმარისობა საუბრის დროს
  • უცნაური ჟღერადობის ხმა, გამოწვეული ზედმეტად ჭარბი ან მცირე ჰაერის მასით

მკურნალობა

ზრდასთან ერთად შესაძლებელია ბავშვმა დაძლიოს მსუბუქ ფორმაში მიმდინარე მეტყველების დარღვევა. მკურნალობის პროცესი დამოკიდებულია მის სიმწვავესა და გამომწვევ მიზეზებზე.

თუ ბავშვს მეტყველების დარღვევა აქვს, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • მოერიდოს პრობლემის მიმართ ზედმეტი შეშფოთების გამოხატვას, რამაც შესაძლოა გააურესოს ბავშვის მდგომარეობა.
  • შეძლებისდაგვარად მოერიდოს სტრესულ სოციალურ სიტუაციებს.
  • მოთმინებით მოუსმინოს ბავშვს.
  • გამოყოს მაქსიმალურად დიდი დრო ბავშვთან საკომუნიკაციოდ

ადრეული მკურნალობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პრობლემის აღმოფხვრაში. 

როდის დავუკავშირდეთ თერაპევტს:

  • თუ ბავშვის მეტყველება არ ვითარდება ნორმალური ეტაპების შესაბამისად
  • თუ თქვენს შვილს აქვს  მეტყველების დარღვევის ნიშნები

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის მაღალკვალიფიციურ მეტყველების თერაპევტებთან.

 

წყარო: U.S. National Library of Medicine

https://medlineplus.gov/ency/article/001430.htm