დონორები და პარტნიორები

ქვეყანა: ჩეხეთი
ვებ-გვერდი: https://georgia.peopleinneed.global/en/


„ფიფლ ინ ნიდ" არის ჩეხური არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზე მუშაობს.

ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" დაარსდა 1992 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ მიმდინარე კატასტროფების შესახებ ახალი ამბების უბრალოდ გავრცელება. შედეგად ისინი ჩაერთნენ ჰუმანიტარულ საქმიანობაში. თანდათანობით გაფართოვდა და დღესდღეობით, ის წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან მსხვილ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებში ცდილობს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვას.

არსებობის 25 წლის განმავლობაში "ფიფლ ინ ნიდი" ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებების გარდა, აგრეთვე ახორციელებს განათლებაზე ორიენტირებულ პროექტებს.

ფიფლ ინ ნიდ არის Alliance 2015-ის წევრი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების პროექტებში ჩართული შვიდი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიული ქსელია. ეს თანამშრომლობა ეფექტურია როგორც სამიზნე ქვეყნებში მუშაობისას აგრეთვე სხვადასხვა სახის კამპანიის წარმოების დროს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში პოლიტიკოსებისა და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას.