იტალიის საელჩო თბილისში საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს.
ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების ძალისხმევა მიმართულია საქართველოში იტალიის ინტერესებისა და იტალიის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ეფექტური ხელშეწყობისაკენ, იტალიის ინიციატივების საქართველოში უკეთესად წარმოჩინებისაკენ და იტალიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებები უწყებებისათვის საქართველოში არსებული მდგომარეობის სრული სურათის წარდგენისაკენ.
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად, საელჩოს ძირითადი ფუნქციებია:
- წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა მასპინძელ ქვეყანაში;
- საერთაშორისო კანონებით დაშვებულ ფარგლებში, დაიცვას საკუთარი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესები მასპინძელ ქვეყანაში;
- დაამყაროს და განავითაროს კონტაქტები მასპინძელი ქვეყნის მთავრობასთან;
- ნებისმიერი კანონიერი საშუალების გამოყენებით, თვალყური ადევნოს მასპინძელ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე ცვლილებებს და მათ შესახებ ცნობები მიაწვდინოს საკუთარი ქვეყნის მთავრობას;
- ხელი შეუწყოს საკუთარ ქვეყანასა და მასპინძელ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.
- საკონსულო განყოფილების მეშვეობით, იტალიის საელჩო სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს საქართველოში მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს.