დონორები და პარტნიორები

ქვეყანა: პოლონეთი
ვებ-გვერდი: http://fundacja-dom.opole.pl/


„ფონდი სახლი“ შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების უზრუნველსაყოფად: ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა სრულყოფილი დახმარება დიაგნოზის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სფეროში. 

ფონდი უზრუნველყოფს სტომატოლოგის, ფიზიოთერაპევტის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის და თერაპევტის მომსახურებას. ყოველდღიურად რეაბილიტაციას გადის 120-ზე მეტი ბავშვი.

რეაბილიტაციის ცენტრი არის ადგილი, სადაც თერაპევტებისა და ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ ან გაიუმჯობესონ აუცილებელი უნარები.