ქვეყანა: იტალია
|
მადიან ორიზონტი დაარსდა კამილიელთა რელიგიური ორდენის ფარგლებში. მისი მიზანი უსახლკარო, მოხუცებული და ავადმყოფი (დაავადებული) ადამიანების დახმარებაა. წლების განმავლობაში ის ხელმისაწვდომი იყო ღარიბი მოსახლეობისთვის (ემიგრანტები, გაჭირვებული ოჯახები, მიტოვებული არასრულწლოვნები), რომლებიც ავად არიან ან არ აქვთ შესაბამისი სახსრები სამედიცინო დახმარების მისაღებად.
თავისი ისტორიის განმავლობაში მადიან ორიზონტმა დახმარება გაუწია 40-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს.
საზოგადოება მიდიანი ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო კვებას, საცხოვრებელს, სამედიცინო და საექთნო მომსახურებას, მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების შეძენას, დიაგნოსტიკურ ტესტებს და ლაბორატორიულ აღჭურვილობას, პროთეზებს, ორთოპედიას და ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ.
მადიან ორიზონტი არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრში 2005 წლიდან არის რეგისტრირებული.