ქვეყანა: მალტა
|
Malteser International არის მალტის სუვერენული ორდენის მსოფლიო რელიგიური სააგენტო. 60 წელზე მეტია მალტაზერები კონფლიქტებისა და კატასტროფების დროს დაზარალებულებს დახმარებას უწევენ. ასევე მუშაობენ სოციალურად დაუცველ თემებთან გრძელვადიანი პროგრამებით. მათ საქმიანობას საფუძვლად უდევს ქრისტიანული ღირებულებები და ჰუმანიტარული პრინციპები: დახმარებას უწევენ ადამიანებს განურჩევლად მრწამსისა, წარმომავლობისა და რელიგიური შეხედულებისა.
მისია: გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა კრიზისებში, როგორიცაა სტიქიები, ეპიდემიები ან შეიარაღებული კონფლიქტები და იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ხალხს უკეთესად ცხოვრებაში დაეხმარება.