დონორები და პარტნიორები

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მთავარი | დონორები & პარტნიორები

ქვეყანა: საქართველო
ვებ-გვერდი: https://mod.gov.ge/ge


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობა, მისი მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.