ქვეყანა: პოლონეთი
|
მას შემდგ რაც პოლონეთი ევროკავშირშს შეუერთდა, ის გახდა განვითარების დახმარების დონორი. პროგრამა "პოლონეთის დახმარება", კოორდინირებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და არის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ამ სფეროში თანამშრომლობისთვის გამოიყენება.
2000 წელს გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის პოლონეთმაც, გამოაცხადეს ერთობლივი მოქმედებები განვითარებადი ქვეყნებისთვის ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. გაერომ ჩამოაყალიბა ათასწლეულის განვითარების მიზნები, რომლებსაც პოლონეთიც იზიარებს.
"პოლონეთის დახმარება" კონცენტრირებულია ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა: განათლება და მეცნიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა და სხვა. 2005 წლიდან პრიორიტეტულ სახელმწიფოებს შორის შევიდა საქართველო და პოლონეთის დახმარების ერთ-ერთი ბენეფიციარი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პოლონეთის აქტიური დახმარება სხვადასხვა სფეროში: კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, სამხედრო, რეგიონული განვითარების სფეროში და სხვა.
კამილიელთა სამედიცინო ცენტრი პოლონეთის საელჩოს ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში.
პოლონეთის დახმარების ეგიდით წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა ორგანიზაციაში. პროექტები ძირითადად მიზნად ისახავდა შშმ პირთათვის გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და განათლებას, თანამედროვე აპარატურის დანერგვას. „პოლონურმა დახმარებამ“ შესაძლებელი გახადა მრავალი ტიპის რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეთათვის.
ორგანიზაცია დღემდე აქტიურად თანამშრომლობს და დიდ დახმარებას გრძნობს პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან.