დონორები და პარტნიორები

ქვეყანა: პოლონეთი
ვებ-გვერდი: https://programrita.org/en/


პროგრამა RITA - "რეგიონი გარდამავალ პერიოდში" უპირველეს ყოვლისა, არის გრანტების მიმღები პროგრამა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მხარდაჭერას უზრუნველყოფს დაწყებული პროექტის მომზადებიდან და პარტნიორობის დამყარებიდან, საუკეთესო ინიციატივების დაფინანსებითა და ბენეფიციარების მუდმივ საინფორმაციო დახმარებამდე.

პროგრამა RITA აწყობს სამუშაო შეხვედრებს, ელექტრონული სწავლების კურსებს, ასევე მხარს უჭერს ინფორმაციის გაცვლას პოლონელ აქტივისტებსა და პროექტში მონაწილე ქვეყნის ბენეფიციარებს შორის. მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს პროექტის განმახორციელებლებთან რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

პროგრამა RITA ამჟამად ურთიერთობს შემდეგ ქვეყნებთან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა და უზბეკეთი.