კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში 2020 წლის 10-13 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი "აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკა და თერაპიული ინტერვენცია." ტრენინგს უძღვებოდნენ პოლონელი სპეციალისტები, რომელთაც დიდი გამოცდილება დააგროვეს დღემდე მსგავსი დიაგნოზების მქონე ბავშვებთან მუშაობასა და შეფასებაში.
ტრენინგს ესწრებოდნენ კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები (თბილისიდან, ახალციხიდან) ფსიქოთერაპევტები ფიზიკური თერაპევტები , მეტყველების თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტები.ტრენინგი¬ ძალიან ეფექტურად წარიმართა. ტრენერებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე პოლონეთში მიმდინარე პროცესებზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ასევე ყველა მონაწილეს ჰქონდა საშუალება საკუთარი მუშაობის სირთულეების შესახებ ესაუბრა მსგავსი პაციენტების შემთხვევაში და მიეღო რეკომენდაციები ტრენერებისგან. ტრენერების მხრიდან ტრენინგი შეფასდა როგორც საკმაოდ ნაყოფიერი. მათ აღნიშნეს რომ პროცესი იყო აქტიური და დინამიური რისთვისაც მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს. კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი აგრძელებს მომავალშიც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უცხოელი სპეციალისტბის ჩამოყვანას და მათი ცოდნის და გამოცდილების დანერგვას საქართველოში.
ტრენერები:
აგატა პიენიაჟეკი -
სპეციალური პედაგოგი,
ნევროლოგიური პათოლოგიების მეტყველების სპეციალისტი,
სერთიფიცირებული ADOS-2, ADI-R, STAT™ და BOSCC- ში.
"Rzeszowskie Stowarzyszenie Na Rzecz Dzieci Niepełnosprawnych i Autystycznych Solis Radius w Rzeszowie" ასოციაციის პრეზიდენტი.
აგატა ჰრომიკ -
ფსიქოლოგი,
ფსიქოთერაპევტი.