ქალაქ ახალციხეში მაღალკვალიფიციური კადრით დაკომპლექტებული თანამედროვე სარეაბილიტაციო აღჭურვილობის მქონე სარეაბილიტაციო და სადიაგნოსტიკო ცენტრი გაიხსნა.
სარეაბილიტაციო ცენტრში შეძლებთ მიიღოთ შემდეგი მომსახურება:
- ფიზიკური თერაპია
- მეტყველების თერაპია
- ფსიქოლოგის სეანსი
- ქცევის თერაპია
- ფიზიოთერაპია
- სამკურნალო მასაჟი
- არტთერაპია
მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში, როგორების არის: ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.
სარეაბილიტაციო ცენტრში შშმ პირთა დღის ცენტრიც იფუნქციონირებს.
პროექტი განხორციელებულია ფონდ "რენოვაბისის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (გერმანელი კათოლიკეების სოლიდარობნის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში).