კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს პროექტის „ეფექტურ და პროფესიულ საქმიანობაში დაბრუნება - ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილების“ ფარგლებში პოლონელი ფიზიოთერაპევტები სლავომირ ჯანძიში და გრეგორ მაგონი და კომპანია Kinesis-ს წარმომადგენელი ანდრეი ბორუტა ეწვივნენ, მათ დაათვალიერეს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი და გაეცნენ ორგანიზაციის სტრუქტურას.
პოლონელმა ტრენერებმა კამილიელთა გუნდს გაუზიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სტაციონარული რეაბილიტაციის სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებით. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. განიხილეს ის თანამედროვე გაიდლაინები, რის მიხედვითაც საერთაშორისო სარეაბილიტაციო სტაციონარები ხელმძღვანელობენ.
ყოველდღიურად ხორციელდებოდა ონლაინ ჩართვები პოლონეთი სარეაბილიტაციო სტაციონარში მომუშავე ექიმებთან როგორც ნევროლოგთან, ასევე ექიმ რეაბილიტოლოგთან. განიხილეს სტაციონარული რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პაციენტებთან მუშაობის პრინციპები, შესაძლო გართულებები და მათ მართვა, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
პროექტის ფარგლებში კამილიელთა სარეაბილიტაციო სტაციონარი თანამედროვე აპარატურითა და დამხმარე საშუალებებით აღიჭურვა. აღჭურვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლონელი დელეგაციის წევრები, რომელთაც ქართულ მხარეს გაუწიეს კონსულტაცია აღჭურვილობის დამონტაჟება-გამართვასთან დაკავშირებით.
პროექტი "Powrót do sprawności i aktywności zawodowej – stacjonarny oddział rehabilitacji dla dzieci i osób dorosłych” ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით "პოლონური დახმარება 2021" პროგრამის ფარგლებში.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი მადლობას უხდის „პოლონეთის დახმარება 2021-ს“ პროექტის განხორციელებისა და მუდმივი გვერდში დგომისთვის.