დოგ-თერაპია რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდია, მისი მიზანი სხვადასხვა პრობლემების მქონე პირების რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა.
თერაპიის მიმდინარეობაში გართობის ფორმით არის მოცემული სხვადასხვა სავარჯიშოები , რაც ხელს უწყობს სამკურნალო პროცესს. მუშაობის ფორმა ისე არის შერჩეული, რომ არ ხდება ჟესტების და კონკრეტული თანმიმდევრობების რიგითი განმეორება. სავარჯიშოებს გააჩნია მიზანი და მიზნის მიღწევა სიხარულს ანიჭებს ბენეფიციარს, აგრეთვე ამაღლებს მის თვითშეფასებას, ცნობიერების დონეს და განავითარებს იმ სფეროებს, რომელშიც აღინიშნება პრობლემა.
დოგოთერაპიის გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი მიზნით:
ფიზიკური ჯანმრთელობა:
■ მოტორული ფუნქციონირების გაუმჯობესება, როგორც მცირე, აგრეთვე მსხივილი მოტორიკის თვალსაზრისით.
■ ეტლით სარგებლობის (გადაადგილების) ეფექტურობის გაზრდა.
■ კორდინაციის გრძნობის და უნარის გაუმჯობესება.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
■ კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება
■ კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება
■ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა
■ წამლის მიღების შემცირება
■ თვითშეფასების უნარის ამაღლება
■ გაუცხოების, იზოლაციის, მარტოობის გრძნობების დაქვეითდება.
განათლება:
■ ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება( როგორც აქტიური აგრეთვე პასიური).
■ მეხსიერების გაუმჯობესება
■ ცნებების შექმნა ( ფერი, სიდიდე , ფორმა).
მოტივაცია:
■ კომუნიკაციის გაადვილება სხვადასხვა ადამიანებთან მიმართებაში
■ ჯგუფში ურთიერთქმედების გაუმჯობესება
■ შეთავაზებული სავარჯიშოების და საქმიანობის განხორციელების უნარების განვითარება.