კამილიელთა სამედიცინო ცენტრში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ოფთალმოლოგიის კაბინეტი. კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურით, სადაც შესაძლებელია:
■ თვალის სრული დიაგნოსტირება 
■ მხედველობის გამოკვლევა 
■ რეფრაქციის დადგენა და სათვალის შერჩევა 
■ თვალის წნევის გაზომვა 
■ მხედველობის ველის გამოკვლევა 
■ თვალის ფსკერის გამოკვლევა 
■ ოკულორეაბილიტაცია