კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი სექტემბრიდან დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო პროცესს. გაიხსნა როგორც მოზდილთა, ასევე ბავშვთა დღის ცენტრი. სრული დატვირთვით ამუშავდა ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის და ადრეული განვითარების პროგრამები.
ცენტრი ასრულებს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას, მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები, შესაბამისად შექმნილია უსაფრთხო გარემო ყველა მომხმარებლისთვის.