ორგანიზაციის სიახლეები

27.05.2021
პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუსერი-დუდა კამილიელთა სამედიცინო ცენტრს ესტუმრა.
მთავარი |

პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუსერი-დუდა კამილიელთა სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს შორის იყო სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის კანცელარიაში ადამ ქვიატკოვსკი.

ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ლედიმ ბავშვთა დღის ცენტრი მოინახულა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.

პირველი ლედი ესაუბრა სპეციალისტებსა და ბენეფიციარებს. აღნიშნა ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმი და მზაობა გამოთქვა პოლონეთის მხრიდან მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის განვითარების მხარდაჭერისთვის.

აგატა კორნჰაუსერი-დუდამ ყურადღებით მოისმინა ახალციხეში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური რეაბილიტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სწორი განვითარებისთვის და აღიარა ის წვლილი, რომელიც კამილიელებს დედაქალაქისგან მოშორებულ რეგიონთა, განსაკუთრებით კი ახალციხეში შშმ პირთა რეაბილიტაციაში მიუძღვით.

ფოტო-მასალა გადაღებულია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ.