ორგანიზაციის სიახლეები

2014
სენსორული ინტეგრაცია
მთავარი |

პოლონური საელჩოს დაფინანსებით ამუშავდა სენსორული ინტეგრაციის პროგრამა და გაიხსნა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სპეც ტექნიკით აღჭურვილი სენსორული ოთახი.

სენსორული ინტეგრაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და მოზრდილები, რომლებიც ხშირად განიცდიან სენსორული ინტეგრაციის დარღვევებს, რაც ზღუდავს მათ დამოუკიდებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში (მხედველობა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება, სმენა, ვესტიბულარული სისტემა, პროპრიორეცეპცია).

სენსორული ინტეგრაციის ძირითადი მიზანია განვითარების, სწავლის, ქცევის, ყურადღების დეფიციტის, ორგანიზაციის უნარის დარღვევის, რისკ ჯგუფის მქონე ბავშვთა დახმარება. ეს სიმპტომები ხშირად გვხვდება ბავშვთა ცერებრული დამბლის, აუტიზმის, სპექტრული დარღვევების, ქალა - ტვინის ტრამვის, ყურადღების და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს.

სენსორული ინტეგრაცია, ანუ სენსორულ სტიმულთა გადამუშავება არის რთული პროცესი რომლის დროსაც ადამიანის ნერვული სისტემა ღებულობს ინფორმაციას ყველა გრძნობათა ორგანოდან, როგორიცაა: მხედველობა, ყნოსვა, შეხება, სმენა, გემოვნება, ვესტიბულარული სისტემა, პროპრიორეცეპცია. შემდეგ ხდება სენსორული ინფორმაციის გადამუშავება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე.

რომელთა გაერთიანების შედეგად ორგანიზმი ახორციელებს (რეაქციის განსაზღვრული ტიპი) შესაბამის პასუხს რომელსაც ადაპტაციური პასუხი ეწოდება. მართებული სენსორული ინტეგრაცია წარმოადგენს საფუძველს მოტორული, სწავლისა და ქცევის სწორი განვითარებისთვის. კრიტიკულ პერიოდში აუცილებელ სტიმულთა მიწოდების დარღვევა, მომავალში ხშირად იწვევს აღნიშნულ სტიმულებზე არაადექვატური რეაქციების განვითარებას.