სოციალური სამსახური

სოციალური სამსახური


სოციალური სამუშაო არის პროფესია, რომელიც ემსახურება სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების და დისკრიმინებულთა უფლებების დაცვას. მისი მიზანია ინდივიდის და ზოგადად, საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების ამაღლება.

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს სოციალური სამსახური.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ოჯახები
სოციალურად დაუცველი ოჯახები
შეჭირვებული ოჯახები,
მარტოხელა მოხუცები

სოციალური სამსახური წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს სამიზნე ჯგუფების დასახმარებლად.