კამილიელთა სამედიცინო ცენტრის სოციალური სამსახური ახორციელებს შეჭირვებულთა საკვები პროდუქტით დახმარების პროგრამას. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ყოველთვიურად იღებენ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტს.
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
■ სოციალურად დაუცველი ოჯახი (100000 ქულის ქვემოთ)
■ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი
წარსადგენად საჭირო საბუთებია:
■ ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (ქულები)
■ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა № IV – 100/ა
■ გამცხადებლის და ყველა ოჯახის წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
■ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)