კამილიელთა სამედიცინო ცენტრის შინმოვლის სამსახური ეხმარება მათ, ვისაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი სხეულის მოვლა, მაგ: ჰიგიენური პროცედურების ჩატარება. ამჟამად კამილიელთა შინმოვლის სამსახურით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მამაკაცებს. შინმოვლის მუშაკი პერიოდულად დადის პაციენტის სახლში და ადგილზე ეხმარება მას საჭირო პროცედურების ჩატარებაში. შინმოვლის მუშაკის ვიზიტის სიხშირე ყველასთან დგინდება ინდივიდუალურად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. შინმოვლის პროგრამაში მოსახვედრად, საჭიროა მიმართოთ ცენტრის სოციალურ სამსახურს და წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.
შინმოვლის სამსახურში მიიღებიან პაციენტები რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს.
■ სოციალურად დაუცველი ოჯახი 100000 ქულის ქვემოთ
■ მწოლიარე და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
საჭირო საბუთებია:
■ ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან(ქულები)
■ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა № IV – 100/ა)
■ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი