ჩვენი ორგანიზაცია შშმ პირების ტრანსპორტირებას დაახლოებით 2000 წლიდან ახორციელებს. დღის ცენტრების ბენეფიციარები სპეციალური ტრანსპორტით არიან უზრუნველყოფილი. ასევე შინ მოვლის ბენეფიციარები, ვისაც სახლში მძიმე პირობები აქვს ცენტრში იტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს, შესაბამისად ორგანიზაცია უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას .
2015 წლიდან, მას შემდეგ რაც ორგანიზაცია ჩაერთო ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი ტრანსპორტირების შეუძლებლობის გამო ვერ ახერხებს ცენტრში მოსვლას და სახელმწიფო ვაუჩერით გათვალისწინებული სეანსების ჩატარებას , რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ვაუჩერის შენარჩუნებას. ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით უზრუნველყოს ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეების ტრანსპორტირება.
ტანსპორტირების სერვისის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოთ კამილიელთა ცენტრის სოციალურ სამსახურს.