პროექტები

ორგანიზაციის პროექტები
მთავარი |


2017-2019

“ბედნიერები ერთად“

კამილიელთა სამედიცინო ცენტრის ინიციატივით გაიმართა სემინარები, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები. პროქტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შშმ. პირთა საჭიროებების საკითხებზე. შ.შ.მ. პირთა საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. მოხდა პოლონელი და ქართველი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება. პროექტის ფარგლებში შ.შ.მ.პირთა მშობლები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ პოლონეთში ტრენინგ-სემინარებზე.

2017

“ბებოს ქოხი“

პროექტის ფარგლებში, კამილიელლთა სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით მოხდა ომის შემდგომი ტრავმების მქონე, იძულებით ადგილნაცვალ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სოფელ შავშვებში.

2016

"ლოგოპედია"

პროექტის ფარგლებში კამილიელთა სამედიცინო ცენტრის მეტყველების თერაპევტები გადამზადდნენ უცხოელი სპეციალისტების მიერ.

2016

"ოკულორეაბილიტაცია"

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში, პოლონეთის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა ოკულორეაბილიტაციის კაბინეტი. კაბინეტი აღიჭურვა თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურით.

2016

”რეაბილიტაცია რეგიონებში“

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ახალციხის ფილიალში შეიქმნა სარეაბილიტაცი ოთახი. აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, გადამზადდა საჭირო კადრები და დაიწყო ფუნქციონირება.

2015

“დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ“

პროექტის ფარგლებში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაში შეიქმნა საცხოვრებელი სივრცის მოდელი, რომელიც სრულად იყო ადაპტირებული, გათვალისწინებული იყო შ.შ.მ. პირთა ყველა საჭიროება დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის. ეს იყო ერთგვარი შოურუმი დაინტერესებული პირთათვის.

2015

დავეხმაროთ მათ ახალ შესაძლებლობებში

2013 და 2014 წლებში ჩატარებული საკვალიფიკაციო კურსის გაგრძელება. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ფიზიკური თერაპიასა და რეაბილიტაციაში ორგანიზაციაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის. უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრენინგ სემინარები.

2015

“შემიძლია შენი იმედი მქონდეს“

კამილიელთა ორდენმა ახალციხის მუნიციპალიტეტში განახორციელა პროექტი ‘’ შემიძლია შენი იმედი მქონდეს ‘’ რომლის მიზანი იყო შ.შ.მ. პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შ.შ.მ პირების უფლებების დაცვა. სახელმწიფო და კერძო სერვისების გაძლიერება , პოლონური გამოცდილების გაზიარება და დანერგვა რეგიონში. პროქტში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები , არასამთავრობო ორგანიზაციები, შ.შ.მ. პირების მშობლები, ოჯახის წევრები და შ.შ.მ. პირებთან მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლონეთში გამოცდილების მისაღებად. პოლონელი სპეციალისტები მუშაობდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა მიზნობრივ ჯგუფთან.

2014

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში შეიქმნა კერამიკის საწარმო, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე ხელსაწყოებით. გადამზადდა პესონალი. შ.შ.მ. პირებს შესაძლებლობა მიეცათ სრულყოფილად შეესწავლათ კერამიკაზე მუშაობა, შეეიძინათ ახალი უნარ-ჩვევები.

2014

“ნდობის სამსახური“

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში შეიქმნა სოციალური სამსახურის კაბინეტი. გადამზადდა საჭირო კადრები, რომლებიც ახორციელებდნენ ორგანიზაციის სოციალურ პროექტებს და შესაბამის დახმარებას უწევდნენ ცენტრის ბენეფიციარებს.

2014

“ვხარობთ ცეკვაში“

პროექტის ფარგლებში მოცეკვავეებმა შ.შ.მ. პირებთან ერთად დადგეს ცეკვა. მომზადდა საკონცერტო ნომერი და გაეცნო ფართო საზოგადოებას.

2014

დავეხმაროთ მათ ახალ შესაძლებლობებში

ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ფიზიკურ თერაპიასა და რეაბილიტაციაში ორგანიზაციაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის. კურსს უძღვებოდნენ უცხოელი ტრენერები.

2013

"Thalita Kum" -ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

ქ. ახალციხეში შეიქმნა დღის ცენტრი შ.შ.მ. პირთათვის, რომელიც ერთადერთი იყო რეგიონში. ცენტრი ემსახურებოდა 35-მდე ბენეფიციარს, უზრუნველჰყოფდა მათ ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით და საჭირო თერაპიით (ართ თერაპია, ერგოთერაპია, მუსიკა თერაპია).

2013

დავეხმაროთ მათ ახალ შესაძლებლობებში

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ-კურსი რეაბილიტაციის სპეციალისტათვის. ტრენინგ-კურსს უძღვებოდნენ უცხოელი ტრენერები. კურსზე დასწრება შეეძლოთ სპეციალისტებს მთელი საქართველოდან. კურსი მოიცავდა რეაბილიტაციის სხვადასხვა სფეროს როგორიცაა: ართ-თერაპია, მუსიკა თერაპია, ფიზიოთერაპია და სხვა.

2012

სარეაბილიტაციო მოედანი ღია ცის ქვეშ

კამილიელთა სამედიცინო ცენტრის ეზოში მოეწყო სარეაბილიტაციო მოედანი, რომელიც აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

2012

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალისტებისთვის ტრენინგი პროექტის ფარგლებში

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრნენ პოლონეთის ქალაქ ოპოლეში, სადაც გაიარეს სპეციალური ტრეინინგ-კურსი.

2010

სარეაბილიტაციო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

პროექტის ფარგლებში მოხდა ახლადაშენებული სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის აღჭურვა საჭირო ინვენტარით და სრული ადაპტირება შ.შ.მ. პირთათვის.

2007-2013

სარეაბილიტაციო ცენტრი სან კამილო

პროექტის ფარგლებში აშენდა შენობა მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად. შენობა სრულად ადაპტირდა შ.შ.მ. პირთათვის და აღიჭურვა საჭირო, თანამედროვე ინვენტარით

2008-2013

"გულით როგორც საჩუქარი" - მოხალისეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

პროექტის ფარგლებში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოხალისეების სტატუსით სტუმრობდა უცხოელი სპეციალისტთა ჯგუფი და ბენეფიციარებს უწევდა შესაბამის მომსახურებას.

2005

შინ მოვლის სამსახური

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში მოხდა შინ მოვლის სამსახურის სტრუქტურის ჩამოყალიბება. გადამზადდა საჭირო კადრები. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია შ.შ.მ. ან შეჭირვებულ პირებს მომსახურებას უწევდა ბინაზე.

2003

შშმ პირთა სახლი ( სარეაბილიტაციო ინვენტარის სრული აღჭურვილობა)

თბილისში შეიქმნა შ.შ.მ. პირთა დღის ცენტრის სტრუქტურა. ცენტრი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდა საჭირო კადრებით. ორგანიზაცია უზრუნველჰყოფდა შ.შ.მ. პირების ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებასა და ბენეფიციარისთვის საჭირო თერაპიულ ინტერვენციას.