პროექტები

მაღალი ხარისხის ჯანდაცვა საქართველოს მოსახლეობისთვის
მთავარი

პროექტი "მაღალი ხარისხის ჯანდაცვა საქართველოს მოსახლეობისთვის“ 2023 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2024 წლის 30 ივნისამდე გრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში ტრენინგ სივრცის შექმნა და მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

ტრენინგ ცენტრი დაფუძნდება კამილიელთა სამედიცინო ცენტრის ბაზაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის ფარგლებში „პოლონეთის განვითარების დახმარება“.

უცხოელი ტრენერები 11 თვის განმავლობაში მოამზადებენ ქართველ სპეციალისტებს ბავშვთა და მოზარდთა დარღვევების რეაბილიტაციისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, კერძოდ ფიზიკურ თერაპიაში, მეტყველების თერაპიასა და ფსიქოლოგიაში. საბოლოო ჯამში კომპეტენციას აიმაღლებს 34 ქართველი სპეციალისტი.

ახალი კვალიფიცირებული კადრები შესაძლებელს გახდის ახალი დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდების დანერგვას, რაც რეაბილიტაციის სფეროს კიდევ უფრო განავითარებს.

პროექტში ჩართული არიან სპეციალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რათა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დედაქალაქში ცენტრალიზებული არ იყოს, არამედ მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტიპის რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის.