სპეციალისტების თავისუფალი დროები
გაეცანით სარეაბილიტაციო ცენტრში სპეიალისტების თავისუფალ დროებს
გაეცანით სარეაბილიტაციო ცენტრში სპეიალისტების თავისუფალ დროებს
უცხოელი ტრენერები 11 თვის განმავლობაში მოამზადებენ ქართველ სპეციალისტებს ბავშვთა და მოზარდთა დარღვევების რეაბილიტაციისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, კერძოდ ფიზიკურ თერაპიაში, მეტყველების თერაპიასა და ფსიქოლოგიაში. საბოლოო ჯამში კომპეტემციას აიმაღლებს 34 ქართველი სპეციალისტი.
თბილისში შეიქმნა შ.შ.მ. პირთა დღის ცენტრის სტრუქტურა. ცენტრი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდა საჭირო კადრებით. ორგანიზაცია უზრუნველჰყოფდა შ.შ.მ. პირების ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებასა და ბენეფიციარისთვის საჭირო თერაპიულ ინტერვენციას.
კამილიელთა სამედიცინო ცენტრში მოხდა შინ მოვლის სამსახურის სტრუქტურის ჩამოყალიბება. გადამზადდა საჭირო კადრები. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია შ.შ.მ. ან შეჭირვებულ პირებს მომსახურებას უწევდა ბინაზე.
პროექტის ფარგლებში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოხალისეების სტატუსით სტუმრობდა უცხოელი სპეციალისტთა ჯგუფი და ბენეფიციარებს უწევდა შესაბამის მომსახურებას.
პროექტის ფარგლებში აშენდა შენობა მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად. შენობა სრულად ადაპტირდა შ.შ.მ. პირთათვის და აღიჭურვა საჭირო, თანამედროვე ინვენტარით
პროექტის ფარგლებში მოხდა ახლადაშენებული სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის აღჭურვა საჭირო ინვენტარით და სრული ადაპტირება შ.შ.მ. პირთათვის.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრნენ პოლონეთის ქალაქ ოპოლეში, სადაც გაიარეს სპეციალური ტრეინინგ-კურსი.
კამილიელთა სამედიცინო ცენტრის ეზოში მოეწყო სარეაბილიტაციო მოედანი, რომელიც აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ-კურსი რეაბილიტაციის სპეციალისტათვის. ტრენინგ-კურსს უძღვებოდნენ უცხოელი ტრენერები. კურსზე დასწრება შეეძლოთ სპეციალისტებს მთელი საქართველოდან. კურსი მოიცავდა რეაბილიტაციის სხვადასხვა სფეროს როგორიცაა: ართ-თერაპია, მუსიკა თერაპია, ფიზიოთერაპია და სხვა.
ქ. ახალციხეში შეიქმნა დღის ცენტრი შ.შ.მ. პირთათვის, რომელიც ერთადერთი იყო რეგიონში. ცენტრი ემსახურებოდა 35-მდე ბენეფიციარს, უზრუნველჰყოფდა მათ ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით და საჭირო თერაპიით (ართ თერაპია, ერგოთერაპია, მუსიკა თერაპია).
ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ფიზიკურ თერაპიასა და რეაბილიტაციაში ორგანიზაციაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის. კურსს უძღვებოდნენ უცხოელი ტრენერები.
პროექტის ფარგლებში მოცეკვავეებმა შ.შ.მ. პირებთან ერთად დადგეს ცეკვა. მომზადდა საკონცერტო ნომერი და გაეცნო ფართო საზოგადოებას.
კამილიელთა სამედიცინო ცენტრში შეიქმნა სოციალური სამსახურის კაბინეტი. გადამზადდა საჭირო კადრები, რომლებიც ახორციელებდნენ ორგანიზაციის სოციალურ პროექტებს და შესაბამის დახმარებას უწევდნენ ცენტრის ბენეფიციარებს.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში შეიქმნა კერამიკის საწარმო, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე ხელსაწყოებით. გადამზადდა პესონალი. შ.შ.მ. პირებს შესაძლებლობა მიეცათ სრულყოფილად შეესწავლათ კერამიკაზე მუშაობა, შეეიძინათ ახალი უნარ-ჩვევები.
კამილიელთა ორდენმა ახალციხის მუნიციპალიტეტში განახორციელა პროექტი ‘’ შემიძლია შენი იმედი მქონდეს ‘’ რომლის მიზანი იყო შ.შ.მ. პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შ.შ.მ პირების უფლებების დაცვა. სახელმწიფო და კერძო სერვისების გაძლიერება , პოლონური გამოცდილების გაზიარება და დანერგვა რეგიონში. პროქტში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები , არასამთავრობო ორგანიზაციები, შ.შ.მ. პირების მშობლები, ოჯახის წევრები და შ.შ.მ. პირებთან მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლონეთში გამოცდილების მისაღებად. პოლონელი სპეციალისტები მუშაობდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა მიზნობრივ ჯგუფთან.
2013 და 2014 წლებში ჩატარებული საკვალიფიკაციო კურსის გაგრძელება. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ფიზიკური თერაპიასა და რეაბილიტაციაში ორგანიზაციაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის. უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრენინგ სემინარები.
პროექტის ფარგლებში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაში შეიქმნა საცხოვრებელი სივრცის მოდელი, რომელიც სრულად იყო ადაპტირებული, გათვალისწინებული იყო შ.შ.მ. პირთა ყველა საჭიროება დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის. ეს იყო ერთგვარი შოურუმი დაინტერესებული პირთათვის.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ახალციხის ფილიალში შეიქმნა სარეაბილიტაცი ოთახი. აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, გადამზადდა საჭირო კადრები და დაიწყო ფუნქციონირება.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში, პოლონეთის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა ოკულორეაბილიტაციის კაბინეტი. კაბინეტი აღიჭურვა თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურით.
პროექტის ფარგლებში კამილიელთა სამედიცინო ცენტრის მეტყველების თერაპევტები გადამზადდნენ უცხოელი სპეციალისტების მიერ.
პროექტის ფარგლებში, კამილიელლთა სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით მოხდა ომის შემდგომი ტრავმების მქონე, იძულებით ადგილნაცვალ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სოფელ შავშვებში.
კამილიელთა სამედიცინო ცენტრის ინიციატივით გაიმართა სემინარები, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები. პროქტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შშმ. პირთა საჭიროებების საკითხებზე. შ.შ.მ. პირთა საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. მოხდა პოლონელი და ქართველი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება. პროექტის ფარგლებში შ.შ.მ.პირთა მშობლები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ პოლონეთში ტრენინგ-სემინარებზე.